fgdfg

Post Image

უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციის მიღებისას ქართული დელეგაციის არმონაწილეობაზე საქართველოს დიპლომატთა კლუბის წევრმა, გიორგი ბადრიძემ, შაბათის კურიერის პირდაპირ ეთერში ისაუბრა.

„ეს ჯდება იმ ლოგიკაში, რომელიც არის ბოლო 4 წლის კარდინალური ხაზი საქართველოს საგარეო პოლიტიკაში - არ გავაღიზიანოთ რუსეთი. ეს იყო 2012 წლამდე საარჩევნო პროგრამაში გაცხადებული, რომ საქართველო აღარ უნდა იყოს დაპირისპირების საგანი დასავლეთსა და რუსეთ შორის. საქართველო ამოვარდნილია დღის წესრიგიდან დასავლეთსა და რუსეთს შორის ურთიერთობისას,“ - განაცხადა გიორგი ბადრიძემ.

გიორგი ბადრიძემ ყირგიზეთის პრეზიდენტის სკანდალურ განცხადებაზეც ისაუბრა, სადაც მან 2008 წლის ომში ქართული მხარეც დაადანაშაულა.

„ძალიან დიდი სკეპტიციზმი გამოიხატებოდა ყირგიზეთის პრეზიდენტის ვიზიტის ფასეულობაში, არ ვიცი რა მოგვცა ამ ვიზიტმა, გარდა იმ დამცირებისა, რომელიც ვიხილეთ. ყირგიზეთი მაინც დამოკიდებული რჩება რუსეთზე, ამგვარი ქვეყნის ლიდერისგან ამგვარი გამოხტომა არის ლოგიკური, ყირგიზული პოლიტიკიდან გამომდინარე,“ - განაცხადა ბადრიძემ.

ბადრიძემ ყირგიზეთის პრეზიდენტის განცხადებასთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლების რეაქციაც შეაფასა.

„დიპლომატიური ეტიკეტის დარღვევის გარეშე შეიძლებოდა მინიშნება, რომ მისი ეს გამოთქმა არც სინამდვილეს შეესაბამება და არც მისაღებია ჩვენთვის,“ - განაცხადა გიორგი ბადრიძემ.

.

0 comments

User Avatar
Comments are loading Loading...

Report Post :)